Monday, July 11, 2016

პროექტი ,,გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან"




      გავიარე ტრენინგი პროექტით სწავლების შესახებ. ტრენინგი ძალიან შინაარსიანი იყო და ყოველი დღე დატვირთული გვქონდა. ვისწავლე სიახლეები პროექტით სწავლების შესახებ. წარმოდგენა შემექმნა და გავიგე პროექტის ფორმა, სტრუქტურა და თანმიმდევრობა, რა გავითვალისწინო პროექტზე მუშაობის დროს და როგორ მივაწოდო ეს მოსწავლეებს ისე, რომ მათთვის საინტერესო და დასაძლევი გახდეს.        
      გავიგე როგორ უნდა მოვახდინო უკუკავშირი, როგორ გამოვიყენო ინტერნეტსივრცე კვლევისათვის, როგორ შევადგინო ბუკლეტი, რომელიც ხელს შეუწყობს თემის პოპულა-
რიზაციას.        
      გავიგე რა მჭირდება პროექტზე მუშაობის დროს და რა ფორმით ვისარგებლო.  
      პროექტით სწავლებას გამოვიყენებ ჩემს მოსწავლეებთან სხვადასხვა თემის დამუშვების დროს, ასევე დახმარებას გავუწევ ჩემს კოლეგებს ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის ფარგლებში.      
       უდიდეს მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ქალბატონ ირინა მარკოზაშვილს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისათვის.

Monday, July 4, 2016

დღეს განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნიმუშები, რომელიც დამეხმარება რომ მოვარგო ჩემი ნამუშევრის თემას და ორიენტირება გავაკეთო მოსწავლის მიერ კვლევაზე, დაკვირვებაზე, შეფესებაზე, შედარებაზე და მისი კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე.

Wednesday, June 29, 2016

დღეს საინტერესოდ წარიმართა მუშაობა, ვისწავლე და შევადგინე დროში გაწერილი
შეფასების გეგმა. გავეცანი როგორ შევადგინო კითხვარები.
 დიდი მადლობა ქალბატონ ირინას გულისხმიერი მუშაობისათვის.

Friday, June 24, 2016

   დავიწყე პროექტის სწავლება წარმოდგენა შემექმნა პროექტის აქტუალობაზე. პროექტი დამეხმარება მოსწავლეების ჩართვაში და მათი მოტივაციის ამაღლებაში. პროექტი ხელს შეუწყობს მათი სააზროვნო უნარების განვიტარებას.ვისწავლე საინფორმაციო ბუკლეტის დამზადება,რაც დამეხმარება პროექტის პოპულარისაციაში.